მთავარი #სკოლაში #მშობლებისთვის #თავისუფალი დრო #ნერდებისთვის #ხარახურა

_______

სად გაქრა მზე?

____

იყო და არა იყო რა...

ასე დაწყებული ზღაპარი უკვე კარგად უნდა დამთავრდეს, მაგრამ ეს არ არის არც კონკია, არც ფიფქია, ეს ზღაპარი უფრო რეალობასთანაა ახლოს. ჩემი სახელია ჯეიკ ჰელენსონი და ეს არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის დიდი და რთული ამბავი,ეს შეიძლება მთელი სამყაროს რეალობა იყოს.

ასე დაწყებული ზღაპარი უკვე კარგად უნდა დამთავრდეს, მაგრამ ეს არ არის არც კონკია, არც ფიფქია, ეს ზღაპარი უფრო რეალობასთანაა ახლოს. ჩემი სახელია ჯეიკ ჰელენსონი და ეს არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის დიდი და რთული ამბავი,ეს შეიძლება მთელი სამყაროს რეალობა იყოს.

რა მოხდება, თუ ქალაქი, რომელიც მზის ქალაქად არის ცნობილი, ერთხელაც აღარ განათდება?

1981 წელის 31 მაისი, დღე როდესაც ყველაფერი დაიწყო. დილის 10 საათზე ფანჯრებში ჯერ ისევ შუქი ენთო, მოსახლეობა კი ერთმანეთს ეკითხეობდა: რა ხდება? რატომ არ თენდება?

მზე არსად ჩანდა... ვერავის გაეგო მომხდარის მიზეზი, პასუხი არავის ჰქონდა...

გაიღვიძა ანამაც, ლოგინში იწვა,საათი თერთმეტს აჩვენებდა. წამოდგა და ფარდები გადაწია, პირი დაიბანა, მიხედ-მოიხედა, საათს შეხედა და გაოგნებული გავარდა აივანზე, აიხედა მაღლა, დადგა თითის წვერებზე, სკამზეც და მოაჯირზეც, ეძებდა მზეს, მაგრამ ვერსად იპოვა. ჩაიხედა დაბლა ხალხი ქუჩებში იყო გამოსული, ზოგი ფანჯრიდან არკვევდა ამბავს. ფეხზე უცბად ამოიცვა და სადარბაზოში გავიდა. აირბინა ორმოცდათექვსმეტსართულიანი სახლის ბოლო სართულზე და მზეს დაუწყო ძებნა. ვერ აეხსნა რასთან იყო დაკავშირებული მომხდარი მოვლენა, აცრემლებული თვალებით გასცქეროდა ჩაბნელებულ ქალაქს, რომელიც, დედისგან მიტოვებულ ბავშვს ჰგავდა.

ვერავის, ვერავის გაეგო, რატომ არ ამოვიდა მზე, ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ამ სასწაულის რეალური მიზეზი თვითონ იყვნენ. მათ დაკარგეს სიყვარული, ადამიანობა, ურთიერთთანადგომისა და სიკეთის კეთების სურვილი.

ყოველ დილით მზის ამოსვლა აღვიძებს ბუნებას,გალობს ჩიტი, თბება ჰაერი, ნათდება გარემო. მზეს მოაქვს სიკეთე, მზეს მოაქვს სითბო, რომელსაც ადამიანები ისე იღებენ, თითქოს იმსახურებდნენ. ამ სითბოსა და სინათლეში ისინი ერთმანეთს ერჩიან, კლავენ, ატყუებენ,ძარცვავენ...

გაბრაზდა მზე და გადაწყვიტა ერთ დღესაც აღარ ამოვიდეს, გაბრაზდა დედამიწა და გადაწყვიტა, ერთ დღესაც აღარ იტრიალოს. რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანები მიხვდებიან თავიანთ დანაშაულს? დაფიქრდება კი ვინმე, როგორ გამოსწორდეს? როგორ უშველოს სხვას? როგორ დაეხმაროს მათხოვარს? როგორ დააპუროს მშიერი? ამოვა მიწიდან ხორბალი? მოისხამს ხე ვაშლს? გაბიბინდება მინდორი? მოძოვს ძროხა ბალახს? მოგვიტანს მადლიან რძეს?

იჯდა ორმოცდათექსვმეტსართულიანი სახლის სახურავზე და ფიქრობდა რისი გაკეთება შეუძლია მას, რა მოიფიქროს, რომ მზე დაბრუნდეს...?

ეკო ჯღარკავა მე-7 კლასი

ახალი სტატიები

_______

მეტი

Georgia, Tbilisi, kandelaki #39


[email protected]

_______________________________________

_________________________________________________________________________________________________________________

არქიმედელები