მთავარი #სკოლაში #მშობლებისთვის #თავისუფალი დრო #ნერდებისთვის #ხარახურა

_______

ინტერვიუ სკოლის

დირექტორთან

_______

... ეცადეთ, დაამუღამოთ ცხოვრება !

რუბრიკის პირველი სტუმარი, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორი უნდა ყოფილიყო, ასე გადაწყდა კლუბის შეხვედრაზე. თუმცა, როცა მათემატიკის გაკვეთილზე ზიხარ, თანაც ბოლო მერხზე, ძნელია წარმოიდგინო შენი თავი ჟურნალისტად, ის კი რესპონდენტად. რა იმალება ციფრებს მიღმა? ჩვენი შეკითხვები, რა თქმა უნდა, მათემატიკით უნდა დაწყებულიყო, რადგან არქიმედეს სკოლის მთავარი მიმართულება მათემატიკაა, დამფუძნებელი კი - გელა მანელიძე. პანდემიის გამო ინტერვიუს ჩაწერა გაჭიანურდა, ბ-ნი ირაკლის სურვილი იყო, რომ უშუალო შეხვედრა შემდგარიყო, ყოველგვარი ზუმის და ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, რადგან მისთვის მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, ჩემთვის კი - ბარიერის მოხსნის მცდელობა. ამიტომაც სულ თავიდან დავიწყეთ:

• ცნობილი მათემატიკოსის შვილი ბრძანდებით, როგორ ფიქრობთ, მისი გავლენით აირჩიეთ სამოღვაწეოდ ეს სფერო? ჰქონდა მას გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე?

- საინტერესო კითხვაა. მისმა პროფესიამ , რა თქმა უნდა, ჩემზე გავლენა მოახდინა. ღრმა ბავშვობიდან ძალიან მჭიდრო კონტაქტი მქონდა მათემატიკასთან. მაგალითად, ბავშვობაში, როდესაც მანქანით სადმე მივდიოდით, გზაში სახალისო ტვინის საჭყლეტ ამოცანებს ვაკეთებდით. ჩვენ სოჯახშე მათემატიკა იყო უფრო სახალისო ვიდრე სხვა დავალებების კეთება. მერე, როდესაც მათემატიკურ კონკურსებში დავიწყე მონაწილეობა და უფრო სიღრმისეულად შესწავლა, სულ გვერდით მედგა მამა. მე -8 კლასში ვიყავი, როცა მოვხვდი საქართველოს ნაკრებში, სადაც მე- 9, მე-10 და მე- 11კლასელები იყვნენ. ამ პერიოდში ძალიან მიჭირდა, მე და მამა თითქმის ყოველ დღე ერთად ვმეცადინეობდით. მერე შევყევი და შევყევი მათემატიკას... ასე, რომ, ფაქტობრივად, მამამ ჩაუყარა საძირკველი ჩემს სიყვარულს მათემატიკის მიმართ .

• არის ბავშვობის რაიმე მოგონება, რომელიც დღემდე თავს გახსენებთ, მაგალითად კონკრეტული ადგილი, რომელთანაც ძლიერი ემოცია ან შთაბეჭდილება გაკავშირებთ ?

ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, როცა სახელმწიფოს ძალიან უჭირდა. მე განებივრებული ვიყავი იმ მხრივ, რომ მქონდა ორი სოფელი, ერთი - მცხეთაში, მეორე კი - გორში, სადაც თანაბრად ვატარებდი დროს ზაფხულში. ორივე სოფელთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. მქონდა ველოსიპედი, რომელიც იმ დროს იშვიათი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო. დავდიოდით სტადიონზე, რომელიც ერთი კილომეტრის მოშორებით იყო და იქ ვთამაშობდით ხოლმე...

• რა პიროვნულ თვისებებს აფასებთ ადამიანში ?

ოჰ… რაც უცრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვუფიქრდები და ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი დასაფასებელია, მაგრამ ამავე დროს ყველა განსხვავებულია. ვცდილობ, ნებისმიერ ადამიანს გავუგო და ნაბისმიერი ადამიანი მივიღო ისეთი, როგორიც არის ,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს რაღაც პიროვნული ღირებულებები, რომლებსაც ვაფასებ და რითაც მე ვხელმძღვანელობ. ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვთქვა სიმართლე, სულ სიმართლის მხარეს ვიყო, თუნდაც ცოტა უსიამოვნო იყოს, სიმართლეს ალტერნატივა არა აქვს. ეს არ ნიშნავს რომ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სტუილს ამბობენ ხოლმე, ვფიქრობ, იტყუებიან იმიტომ , რომ ცხოვრებამ მიიყვანა აქამდე.

• თქვენ დღეს პოზიციონირებთ როგორც შვილი, მამა და სკოლის დირექტორი. როგორ აბალანსებთ ასეთ მრავალფეროვან ცხოვრებას და რა გიქმნით ყველაზე დიდ სირთულეს?

რა თქმა უნდა, ყველაზე რთულია სკოლის დირექტორის სტატუსი, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამაში მეხმარება ის ნაწილი, რომელიც შვილებთან მაკავშირებს, იმიტომ, რომ დაახლოებით ერთნაირად ვუყურებ ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, სკოლა უფრო რთული მექანიზმია, ვიდრე ოჯახი და ბევრ რამეზე მიწევს ფიქრი, მაგალითად მიდგომებზე, ურთიერთობის სტილზე, რა გადაწყვეტილება რა შედეგამდე მივა. ოჯახში ალბათ ამდენს არ ვფიქრობ, წინა კითხვიდან გამომდინარე, ვცდილობ, ორივეგან სიმართლის მხარეს ვიყო და ეს ბევრად ამარტივებს საქმეს .

• და ბოლოს, თუ ერთი რამის თქმა მოგიწევდათ თქვენი მოსწავლეებისთვის და სხვა მოზარდებისთვის, რა იქნებოდა ეს?

მაგ კითხვაზე ცოტა რთულია პასუხის გაცემა, რადგან ახლა რომ რაღაცას ვიტყვი, ორ საათში ახალი, სხვა პასუხი შეიძლება მომაფიქრდეს... მაგრამ მაინც, რას ვეტყოდი ახლა ჩემს მოსწავლეებს? სხვა დროსაც მითქვამს მათთვის: “ეცადეთ, დაამუღამოთ ცხოვრება“ და მოდი ამას დავტოვებ, იმიტომ, რომ ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამ ხდება, ბევრი სირთულეც რომ შეგხვდთ, არ უნდა შეშინდეთ, პირიქით, უნდა გადალახოთ, დაძლიოთ, ეს გვაძლიერებს და ამავდროულად სიამოვნებას გვანიჭებს, ამიტომ დავტოვოთ ეს ფრაზა: “ეცადეთ, დაამუღამოთ ცხოვრება “

ახალი სტატიები

_______

მეტი

Georgia, Tbilisi, kandelaki #39


[email protected]

_______________________________________

_________________________________________________________________________________________________________________

არქიმედელები