მთავარი #სკოლაში #მშობლებისთვის #თავისუფალი დრო #ნერდებისთვის #ხარახურა

_______

ჩვენ შესახებ

____________________

ჟურნალისტთა კლუბის შექმნის იდეა იმ სურვილს ეფუძნება, რომელსაც ადამიანების განსხვავებული კუთხით დანახვა ჰქვია. ერთმანეთთან ყოველ დღე ვიკვეთებით, ხან პირისპირ, ხან ვირტუალურ სივრცეში, ვუსვამთ კითხვებს, ვიძლევით პასუხებს, მაგრამ მაინც, ჩვენი ურთიერთობა არ არის შემოფარგლული მხოლოდ იმ საგნით, რომელსაც ვასწავლით. ამას ორივე მხარე გრძნობს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უხარიათ, სწყინთ, ბრაზდებიან... ისინიც ყოველთვის ამჩნევენ, როდის როგორ ხასიათზე ვართ, ასე უნებურად ვეხებით ერთმანეთის სულს - მოსწავლე და მასწავლებელი.

ვფიქრობ, ჩვენი კლუბი ამ უხილავი კავშირის გაღრმავების საშუალებას იძლევა. თავდაპირველ მსურველებს მოგვიანებით სხვებიც შემოუერთდნენ, ძირითადად ისინი, ვინც უკვე იცის, რომ წერა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. თემატიკა, ინტერესები, რუბრიკები- მათი არჩევანია. ციფრული მედიის სპეციფიკასა და ტექნიკურ საშუალებებსაც ჩვენზე უკეთ ფლობენ და უფროსების ჩარევის გარეშე ააწყვეს ეს გვერდი.

პირველ ნაბიჯებს ფრთხილად, ამ პროფესიისთვის უჩვეულო თავმდებლობით დგამენ...

რა გისურვოთ, ჩემო ძვირფასებო? იცოდეთ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მთის მწვერვალზე ცხოვრება კი არა, არამედ ისაა, თუ როგორ ადიხარ ამ ციცაბო ფერდობზე. გახსოვდეთ, რომ ყველა სიმაღლე ძირიდან იწყება, არ დანებდეთ, იშრომეთ ბევრი, იოცნებეთ, იცინეთ, ეძებეთ, დატკბით იმით, რაც ახლა გაქვთ და გაუფრთხილდით თქვენი სიცხოცხლის თოთოეულ წუთს!

ნინო ტაბატაძე - ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელი

ახალი სტატიები

_______

მეტი

Georgia, Tbilisi, kandelaki #39


[email protected]

_______________________________________

_________________________________________________________________________________________________________________

არქიმედელები