მთავარი #სკოლაში #მშობლებისთვის #თავისუფალი დრო #ნერდებისთვის #ხარახურა

_______

აბიტურიენტის ცხოვრება

______

აბიტურიენტობა ეს ყველასთის დამღლელ და რთულ პროცესთან ასოცირდება. მეცადინეობით თავს რომ იკლავ და თავისუფალი დრო საერთოდ არ გაქვს. არც მეგობრები, არც ოჯახი, დრო თითქმის არაფრისთვის არ გყოფნის. ამიტომ გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით არქიმედელ აბიტურიენტს, გივი ჯიღურს და გაგვეგო როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება. გვინდოდა რომ ლაივში შევხვედროდით. თუმცა დროის არ ქონის გამო მან ელფოსტით გამოგვიგზავნა პასუხები:

• რთულია აბიტურიენტის ცხოვრება?

თუ შეიძლება მოგვიყევი შენი ყოველდღიურობის შესახებ. აბიტურიენტობის პერიოდი, ჩემი გამოცდილებით, მოსწავლისთვის ყველაზე დატვირთულია. ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას და მეცადინეობას კვირის თითქმის ყოველ დღეს სრულად ვუთმობ, რაც მართალია დამღლელია, მაგრამ არც ისეთი რთული როგორიც ჰგონიათ ხოლმე. დროის კარგად განაწილება და განტვირთვისთვის დატოვება უფრო ხარისხიანს და ადვილს ხდის აბიტურიენტობას.

• რა პროფესიის არჩევა გაქვს გადაწყვეტილი? და რატომ?

ამჟამად ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მაქვს გადაწყვეტილი, რადგან ჩემს ინტერესებთან ახლოსაა და ვფიქრობ ამ მიმართულებით შემიძლია ყოველთვის ვიყო წარმატებულად დასაქამებული, მაგრამ ჯერ არ ვიცი ეს გადაწყვეტილება საბოლოო იქნება თუ არა.

• ხშირად მშობლები ერევიან ბავშვის არჩევანში შენს შემთხვევაში როგორ იყო რა პრინციპით აირჩიე პროფესია?

მშობლები და ოჯახის წევრები ჩემს არჩევანში პირდაპირ არ ჩარეულან, მაგრამ, ჩემს არჩეულ რამდენიმე პროფესიაზე გამოცდილებიდან რჩევები და მოსაზრებები გამიზიარეს, რაც დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. არჩევანის გაკეთებაში არქიმედეს სკოლაც ძალიან გვეხმარება თავის აბიტურიენტებს სპეციალური კურსებით - „მომავალი პროფესიონალების კლუბით“.

• საზღვარგარეთ დღეს ბევრი შენი თანატოლი მიდის, შენი აზრით ეს ქვეყნისთვის სასარგებლო ტენდენციაა თუ საზიანო?

საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასული ჩემი თანატოლების უმეტესობა უკან რომ ბრუნდებოდეს და განათლებას ქვეყანას ახმარდეს, რა თქმა უნდა, საზიანო არაფერი იქნებოდა ამ ტენდენციაში, მაგრამ ქვეყნის განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდობა საზღვარგარეთ მოღვაწეობას განაგრძობს რითაც ნამდვილად აკლდება ქვეყანას წინსვლის შანსი, თუმცა საქართველოს პირობები ზოგ უცხო ქვეყანასთან შედარებით ისეთი მიზერულია, რომ, ჩემი აზრით, არ ღირს უარის თქმა პირად წარმატებასა და განვითარებაზე.

• როგორ შეაფასებდი სკოლაში გატარებულ წლებს, და რა მოგცა არქიმედეს სკოლამ?

არქიმედეს სკოლაში გატარებულ წლებს საბოლოო ჯამში პოზიტიურად შევაფასებდი. მთავარი რასაც ამ სკოლაში ვაფასებ მოსწავლეებთან სწორი და ჯანსაღი ურთიერთობაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არქიმედეს სკოლამ მომცა ხარისხიანი საბაზისო განათლებაა რაზეც უპრობლემოდ შემიძლია დავაშენო ახალი მასალა.

• როგორ წარმოგიდგენია შენი თავი რომ არა არქიმედე? რას ფიქრობ იმ თანატოლებზე რომელსაც სკოლის მიღმა ხვდები?

სიმართლე გითხრათ სხვანაირად არა. თანატოლები რომლებსაც სკოლის მიღმა ვხვდები განსხვავდებიან, მაგრამ ალბათ არქიმედეში სწავლა ყველას მოეწონებოდა.

• რა მიგაჩნია შენი თაობის მთავარ გამოწვევად?

ჩემი თაობის მთავარი გამოწვევა ურთიერთობების და ღირებულებების სწორად შეფასება მგონია.

ახალი სტატიები

_______

მეტი

Georgia, Tbilisi, kandelaki #39


[email protected]

_______________________________________

_________________________________________________________________________________________________________________

არქიმედელები